“ალაბელა”
ქართულად მარანი „ღვინის სახლს“ ნიშნავს, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურ, ისე რიტუალურ მნიშვნელობას ატარებს.
„ალაბელა“ ოჯახური მარანია, რომლის გარშემოც გაშენებული ვენახები 20 სხვადასხვა სახეობის ვაზს ითვლის. ქართული უძველესი მეღვინეობის ტრადიციის მიხედვით, ღვინო ქვევრში მზადდება. „ალაბელაც“ სწორედ ამ მეთოდით ამზადებს თავის პროდუქციას. დამზადების პროცესი მიმდინარეობს ხელით, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. აღსანიშნავია რომ, ყურძნის მოსაყვანად გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი სასუქი. ქვევრში დაყენებული სითხე განიცდის გრძელვადიან ბუნებრივ ფილტრაციას რის შედეგადაც ვიღებთ საუკეთესო არომატის მქონე ღვინოს.
ჩვენს საოჯახო მარანს მეღვინეობის, ჭაჭისა და ლიქიორის დამზადების 120 წლიანი ტრადიცია აქვს.